წამიკითხავს, რომ ორი რამაა, რისი მოყოლაც ისე შემიძლია, რომ პასუხს არავინ მომთხოვს: რას მომიყვა თუთიყუში და რა ვნახე სიზმარში.
იმის გათვალისწინებით, რომ ყველაზე გონებაგახსნილ ჩიტუნასაც კი ერთობ შეზღუდული ლექსიკური მარაგი აქვს, იმას გიამბობთ, რა მესიზმრა ზაფხულში, ერთ ცხელ ღამეს, რომელიც დაიწყო და, რაღაც, აღარ დამთავრდა.
მესიზმრა, რომ იყო ღამე, თბილისი, და ფილარმონიასთან, მომღერალი შადრევნის გვერდით, ორნი ისხდნენ. ლუდს სვამდნენ. ერთი იყო კლასიკური ობივატელი, აი, პოეტი რომ იტყოდა, ჩააცვი, დაახურე და მარად შენი ხელისუფლების მომხრე იქნებაო. ამ კონკრეტული ობივატელის მოთხოვნების დაკმაყოფილება ძალიან იოლი იყო: ან რა ეცვა, ან რა ეხურა, ჭამითაც თავს არ იკლავდა და მისი მოგზაურობები იმდენად იაფი ღირდა, სახსენებელიც არ იყო. მართალია, ამ ზაფხულს არსად წასულა, თავის სამყოფი მწირი თანხის მოსაპოვებლად მუშაობდა, თავაუღებლად, და სწორედ ამიტომ გაიგო მხოლოდ ღამით, რომ ომი დაიწყო. Continue reading »
მე მომკლეს, დე…
02 Tuesday Aug 2011
Posted in Uncategorized