მე მომკლეს, დე…

წამიკითხავს, რომ ორი რამაა, რისი მოყოლაც ისე შემიძლია, რომ პასუხს არავინ მომთხოვს: რას მომიყვა თუთიყუში და რა ვნახე სიზმარში.
იმის გათვალისწინებით, რომ ყველაზე გონებაგახსნილ ჩიტუნასაც კი ერთობ შეზღუდული ლექსიკური მარაგი აქვს, იმას გიამბობთ, რა მესიზმრა ზაფხულში, ერთ ცხელ ღამეს, რომელიც დაიწყო და, რაღაც, აღარ დამთავრდა.
მესიზმრა, რომ იყო ღამე, თბილისი, და ფილარმონიასთან, მომღერალი შადრევნის გვერდით, ორნი ისხდნენ. ლუდს სვამდნენ. ერთი იყო კლასიკური ობივატელი, აი, პოეტი რომ იტყოდა, ჩააცვი, დაახურე და მარად შენი ხელისუფლების მომხრე იქნებაო. ამ კონკრეტული ობივატელის მოთხოვნების დაკმაყოფილება ძალიან იოლი იყო: ან რა ეცვა, ან რა ეხურა, ჭამითაც თავს არ იკლავდა და მისი მოგზაურობები იმდენად იაფი ღირდა, სახსენებელიც არ იყო. მართალია, ამ ზაფხულს არსად წასულა, თავის სამყოფი მწირი თანხის მოსაპოვებლად მუშაობდა, თავაუღებლად, და სწორედ ამიტომ გაიგო მხოლოდ ღამით, რომ ომი დაიწყო. Continue reading

“მე, მარგარიტა”

ერთი ხეობაა, ძალიან ლამაზი, სადაც ალბათ ყველა ქართველია ნამყოფი. უკანასკნელი საუკუნეების განმავლობაში თურმე სულ ხელიდან ხელში გადადიოდა: ხან სულთანმა დაითრია, ხან _ სპარსებმა, მერე ისევ თურქებმა. მერე პასკევიჩმა ახალციხის საფაშო დაიპყრო და ხეობა რუსეთის საკუთრება გახდა _ ქართველმა თავადებმა სასწრაფოდ გაყიდეს.
Continue reading

“ზოგჯერ წერა შურისძიების აქტია”

სადღაც არსებობს სურათი, რომელიც ფოტოგრაფ ლევანხერხეულიძეს გადაუღია – კაფე \”აპოლოს\” კიბეებზესამიადამიანიჩამომჯდარა: სოფიო მაჭავარიანი, ანა კორძაია-სამადაშვილი და გელა კირვალიძე. ფოტო თვალით არასოდეს მინახავს. აღბეჭდილთაგან მხოლოდ ერთს ვიცნობ – ანას, დანარჩენები კი მკითხველებში სამუდამოდ შეჯვარდნენ დ აერთ არსებად იქცნენ: სოფიო … … კირვალიძე. სწორედ ერთის სახელს და მეორის გვარს ამოეფარა კორძაია-სამადაშვილი, როცა გაუბედავად გადადგა პირველი ნაბიჯი სამწერლო ასპარეზზე. პირიქით რომ აერჩია, პირველის გვარი და მეორის სახელი, მაშინვე გაიყიდებოდა – მის პროზას აშკარად ეტყობ აქალის ხელი. თუმცა, ჩვენ
Continue reading